პროექტის სახელი:იმერეთის ხუროთმოძღვრების ძეგლები
პროექტის მსვლელობა:მოვაწყობთ ექსკურსიას მარშრუტით ჭიათურა–ნავენახევი–გელათი–მოწამეთა–ბაგრატის ტაძარი–სათაფლია–ჭიათურა
ექსკურსიაში მონაწილეობას მიიღებენ IV კლასის მოსწავლეები
მოსამზადებელი პერიოდი 1–26 მაისი
რუკის დახმარებით მოსწავლეებს მოვაძებნინებ შერჩეული დასათვალიერე–
ბელი ობიექტის მდებარეობას,რა ქალაქებს გაცივლით?რომელ მდინარეებს
გადავკვეთთ?
შევადგენ ნუსხას ობიექტებისას,რომელთა ნახვაც გვსურს(არქიტექტურის
ან ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები)
ვეცდები ამინდის პროგნოზის საშუალებით შევარჩიო კარგი ამინდი.
კლასს დავყოფ წყვილებად,თითოეულ წყვილს მივცემ დავალებას,მოიძიონ ინტერნეტით ინფორმაცია თითოეული ძეგლის შესახებ.
მშობლების ერთ ჯგუფს დავავალებ ტრანსპორტის,მეორე ჯგუფს ვიდეოკამერის,ხოლო მესამე ჯგუფს ფოტოაპარატის ორგანიზებას.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გელათში ჩავატარებთ მხატვრულ ღონისძიებას ,,მე პატარა ქართველი ვარ"
პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში ნასწავლი მასალის გაღრმავებასა და განმტკიცებაში.
პროექტის მიზანი: –მოსწავლეთა მოტივაცია
–მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღრმავება
–საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და გადმოცემის,
დამოუკიდებლად მუშაობის,ინფორმაციის მოძიების,
დაგეგმვის,კვლევა–ძიების,დაკვირვების,ნამუშევრის
წარდგენის უნარ–ჩვევების გამომუშავება.
შედეგი:ბუნ.IV.7 მოსწავლე რუკაზე განსაზღვრავს ობიექტების მდებარეობას და ურთიერთმიმართებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სხვადასხვა ფორმით (მაგ.ზეპირი,ფოტოების,ჩანახატების,პლაკატების სახით)უზიარებს თანაკლასელებს საქართველოს იმ ადგილების შესახებ,
სადაც თავად არის ნამყოფი.
ტექნიკური რესურსები:კომპიუტერი,ვიდეოკამერა,ფოტოაპარატი.
შეფასებისთვის დავაკვირდები მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიებას ისტ–ის გამოყენებით და ორგანიზებას,ზეპირ პრეზენტაციას,მსჯელობას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий